საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათნახევრი გაგრძელდა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა.
საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.
ჯიმ ო’ბრაიენმა დღეს დილით შეხვედრა გამართა პრემიერ კობახიძესთან, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.