„არ ვიცი, პრეზიდენტი, რას იზამს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამაზე საუბარი გამიჭირდება. ალბათ, კარგი იქნება, თავად პრეზიდენტს დაუსვათ კითხვა ამასთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა – შეიძლება ეს გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მისთვის პირადად, ყველანაირი თვალსაზრისით, ძალიან მძიმე იქნება, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო და ისეთი, არ ვიცი, რა არის. თუმცა კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რაც ჩვეულებრივ, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია“,
ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების თაობაზე ჟურნალისტების შეკითხვას.