საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია გამოსცა.
„4 იანვარს ბრაილის შრიფტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებში, სიმონ პეტრიდისმა საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელ პირებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ონლაინშეხვედრა გამართა.
„ბრაილის შრიფტით საქართველოს კონსტიტუციის გამოცემა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მათ საჭიროებებზე ზრუნვასთან დაკავშირებით ატარებს. დღეს ჩვენთვის სასიამოვნო იყო ის ფაქტიც, რომ უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელებთან ერთად გავიარეთ ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც მათ აწუხებთ და დავსახეთ შესაბამისი აქტივობები“, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.
ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საქართველოს კონსტიტუცია კი საჩუქრად საქართველოს უსინათლოთა კავშირს გადაეცემა. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა