ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ აქვს ობიექტური სურათი იმისთვის, რომ განსაზღვროს საჭიროა თუ არა სესხის აღება.
“სესხის აღების ნაწილში პრეზიდენტის განცხადებას, ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა, ეკონომიკურ გუნდთან კონსულტაციების საფუძველზე. თუ რამდენად საჭიროა ამა თუ იმ მომენტში კონკრეტული ფინანსური ოპერაციის შესრულება. გასაგებია, რომ პრეზიდენტმა გარკვეული კითხვები დასვა ამ მიმართულებით, თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც ვიცით, არ გააჩნია ის რესურსი, რომ სწორი ეკონომიკური და ფინანსური ინფორმაცია ჰქონდეს, ამ შემთხვევაში რამდენად იქნებოდა სწორი ქვეყნისთვის ამ სესხის აღება, მისი კითხვაც ალბათ, აქედან გამომდინარეობს, რომ ამ ინსტიტუციას ასეთი ინფორმაცია ვერ ექნება” – აცხადებს, მაჭარაშვილი.