პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პროცედურებს განმარტავს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეობის მინიჭებისა და შეწყვეტის შესახებ პროცედურებს განმარტავს.

  • ”საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად”.- ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმე ეხება, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს,  რომლისთვისაც  სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა პრეზიდენტს 20 სექტემბერს გადაუგზავნა.  პრეზიდენტმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა