პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, ერთ-ერთ არგუმენტად ესეც განვიხილეთ – მდინარაძე

”პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, ერთ-ერთ არგუმენტად ესეც განვიხილეთ”- ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მათ პოლიტსაბჭოს სხდომაზე “წამოეწია” და განიხილეს.

“სხვათა შორის, პრეზიდენტის განცხადება გზაში წამოგვეწია, შუა სხდომაზე გახდა, ასე ვთქვათ, ცნობილი. რა თქმა უნდა, იქ იყო ბევრი ფაქტორი, არგუმენტების ჭიდილი, როდესაც იყო ან შეწყვეტის ან არშეწყვეტის მიმართულებით, იქ ბევრი ფაქტორი იყო გათვალისწინებული. მათ შორის, საუბრის დროს ამაზეც ვილაპარაკეთ და ერთ-ერთ არგუმენტად, ერთი მხრივ, ბუნებრივია, ესეც განვიხილეთ. მათ შორის, ევროკავშირის ელჩის განცხადებაც. საბოლოო ჯამში, იყო ბევრი არგუმენტი სასწორის ორივე პინაზე და ხვალ ყველაფერი დეტალურად გახდება თქვენთვის ცნობილი”, – განაცხადა მდინარაძემ.