”მე ვხედავ, რომ პრეზიდენტის განცხადებებში ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდა იკვეთება […] რასაც სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოცნებასთან და ზოგადად, ხელისუფლებასთან დაკავშირებით ამბობს, არაადეკვატური, ვითარებასთან შეუსაბამო და მავნებლური განცხადებაა […] ეს, ალბათ, თავისი პოლიტიკური რენომესთვის სჭირდება. მას, ალბათ, მომავალში რაღაც პოლიტიკური გეგმები, მიზნები აქვს და შემდგომში თავისი ცხოვრების გზას სხვანაირად უყურებს.”
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.