საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციაში ქართული ოცნება არასოდეს არ ჩარეულა. ჩვენ ვთქვით, რომ მივყვებით მის განცხადებებს და ყველა აღმასრულებელი სტრუქტურის წარმომადგენელმა შეასრულა ის, რისკენაც მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტმა.
აქ რჩება მხოლოდ ერთი ამბავი, რომ ეს თემა [ფარცხალაძის დასანქცირება] იყოს შენარჩუნებული, ამ თემამ იტივტივოს და იყოს დღის წესრიგში. და რა თქმა უნდა, ამ შექმნილ ხელოვნურ ტივტივას ჩამოეკიდონ ეს პარაზიტი პოლიტიკოსები.
აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია და პრეზიდენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას აფასებს.