“პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემა ყურადღების გადატანის მცდელობაა, რომ ახლა ამაზე გადავერთოთ.
1. სამართლებრივად, მოდავება იმაზე, რომ კონსტიტუცია დაარღვია ამ ვიზიტებით, აბსურდია. ეს ოცნების იურიდიულმა ფრთამ იცის.
2. პრაქტიკულად, იმპიჩენტის განხორციელება შეუძლებელია, ოცნებას 100 მანდატი არ აქვს პარლამენტში.ეს ოცნების იურიდიულმა ფრთამ იცის.
პარტიული ეპისტოლეს წერის მაგივრად, ის განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ და რა მიზნით ბლოკავდა საქართველოსთვის კრიტიკულ დროს და კრიტიკულად მნიშვნელოვან პროცესში ბრიუსელში და არამხოლოდ, საქართველოსთვის საჭირო საქმის კეთებას და უკრძალავდა პრეზიდენტს წასვლას.
თავად პრემიერი წავიდა და შეეცადა ამ საქმის გაკეთებას? არა.
ვინმე მიავლინა – არა.
გასაგებია, სიბრიყვეების ფრქვევაა კონსტიტუციური.
პრეზიდენტს არამხოლოდ უფლება ჰქონდა წასულიყო, პრეზიდენტის ფიცი ავალდებულებდა, ამ მნიშვნელოვან მომენტში საქართველოს პოზიცია დაეფიქსირებინა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით”
აცხადებს პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი. ცნობისთვის, ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის.