“ბატონ ირაკლის ეს განსხვავებულად ესმის, ვიდრე კონსტიტუცია მიუთითებს და საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა პრეზიდენტებთან შეხვედრები, გარკვეული მოსაზრებების გაცვლა ამა თუ იმ საკითხზე.
საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და მას ამ უფლებამოსილებას ვერავინ ვერ წაართმევს.
ყოველ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სამ შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, პრეზიდენტი მოქმედებდა 49-ე მუხლის ფარგლებში, მისი მოქმედება არ შეიძლება მივიჩნიოთ 52-ე მუხლის ფარგლებში და ეს არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სადაც მას დასჭირდებოდა მთავრობის თანხმობა.”
პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპაში განხორციელებული სამი ვიზიტის დროს, მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის ფარგლებში, რაც მას უფლებამოსილებას ანიჭებს წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში.