პრეზიდენტი: გთხოვთ, სიჩუმით, სიდინჯით და ერთიანობით პატივი სცეთ ამ დღეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 9 აპრილის გმირების პატივისცემა ერთიანობაში და სიდინჯეში გამოიხატება.

“9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა არ გამოიხატება ტიტების მიტანით და არ გამოიხატება მხოლოდ იმით, რომ აქ მოვდივართ ამ დღეს.

გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ პატივს ვცეთ 9 აპრილის სულისკვეთებას და ეს არის ერთიანობა, სიდინჯე, დამოუკიდებლობის ბოლომდე შეგნება, ამიტომ გთხოვთ, რომ სიჩუმით სიდინჯით და ერთიანობით პატივი სცეთ ამ დღეს.”,- ამბობს პრეზიდენტი.