პრეზიდენტი დღეს 21 საათზე საზოგადოებას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, საღამოს 21 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან განცხადებას გააკეთებს.

ამ ეტაპზე თემა არ კონკრეტდება, თუმცა ის სავარაუდოდ ბოლო დღეების მოვლენებს შეეხება.

პრეზიდენტი დიდი ალბათობით მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასაც გამოეხმაურება.