“პრეზიდენტი ჯერ არ წასულა მიუნხენში.. მიიღო მოწვევა კონფერენციიდან და აპირებს მონაწილეობას” – ადმინისტრაცია

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად უკვე გაემგზავრა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ზურაბივილი ჯერ არ წასულა მიუნხენში, თუმცა მიიღო მოწვევა საერთაშორისო კონფერენციიდან და აპირებს მონაწილეობის მიღებას.

”პრეზიდენტი ჯერ არ წასულა მიუნხენში – პრეზიდნეტმა მიიღო ოფიციალური მოწვევა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციიდან და აპირებს მონაწილეობას”. – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება. ლიდერები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებსა და კრიზისებზე იმსჯელებენ. კონფერენცია დასრულდება დისკუსიებით ევროპის როლზე მსოფლიოში.

სპიკერების სია ჯერჯერობით მიუნხენის კონფერენციის ვებგვერდზე არ დევს, თუმცა ცნობილია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.