კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 07:49

პრეზიდენტი 6 მოქალაქის ქაბულიდან დაბრუნებისთვის უნგრეთს მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან საქართველოს 6 მოქალაქის გამოყვანისთვის უნგრეთს მადლობას უხდის.

“მინდა ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო უნგრეთის მიმართ, რომელმაც ქაბულიდან საქართველოს ექვსი მოქალაქის ევაკუაციაში დაგვეხმარო. ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობისა და პარტნიორობის ეს გამოვლინება. მჯერა, რომ ქაბულში დარჩენილი სხვა ქართველებიც სახლში უსაფრთხოდ მალე დაბრუნდებიან”. – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ავღანეთში მყოფი 6 ქართველი კონტრაქტორი ავღანეთიდან თბილისში უნგრული ბორტით დაბრუნდა. დანარჩენი 16 მოქალაქე ქაბულში რჩება.