პრეზიდენტმა,რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესები სამარცხვინო პროცესად შეაფასა ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში – მეტრეველი

“უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესი, როგორც სამარცხვინო პროცესი ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში. ” –  ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მედეა მეტრეველმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტთან აუდიენციის დასრულებისას განაცხადა.

“პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვა, სამუშაო შეხვედრამდე ძალიან საინტერესო იყო, ძალიან სწორი და ზუსტი აქცენტებით. მან ძალიან ზუსტად შეაფასა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესი, როგორც სამარცხვინო პროცესი ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში. ამ პროცესის მიმართ მაქვს იმედი, რომ კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანს იმ ადამიანებს, ვინც ამ პროცესშია ჩართული.როგორ გაგრძელდება პროცესი, გამოჩნდება, პირველ ნაბიჯებს გავდივართ. როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ პროცესში ძალიან ბევრი სხვადასხვა ჯგუფის ადამიანი ჩაერთვება და სულ მალე, წლის განმავლობაში კონკრეტულ შედეგებსაც ელის. პრეზიდენტმა საკმაოდ მკაცრად და ჩემთვის ძალიან საინტერესოდ შეაფასა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარშემო მიმდინარე პროცესები პარლამენტში, როგორც სამარცხვინო პროცესები. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აღნიშნავს მეტრეველი.