ტექნიკური საკითხია, ვადა რამდენი აქვთ, ეს შეუძლიათ, თავად განმარტონ. მთავარი ხომ დამოკიდებულებაზეა საუბარი. ერთ კვირაში იქნება თუ ერთ თვეში არასწორი დამოკიდებულება საკითხისა და კანონის მიმართ, ამაში დიდი განსხვავება არ არის. პრობლემა არის არსში და არა იმდენად თარიღებსა თუ ვადებში.

არეული საქმიდან კარგი შედეგი არასდროს არ გამოდის. პრეზიდენტმა არია ეს საკითხი, ის გავიდა კონსტიტუციიდან, არ ემორჩილება კანონს. ამ არეული საკითხის დალაგება შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს, იმით რომ დაუბრუნდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

იქ, სადაც პრეზიდენტი აძლევს თავს უფლებას, რომ კონსტიტუცია მოირგოს საკუთარ თავზე, მერე უკვე სხვებიც გამოჩნდებიან, ვინც ამ ინტერპრეტაციების თავისუფლებას მისცემენ საკუთარ თავს, ზოგი როგორ მოახდენს ამის ინტერპრეტაციას და ზოგი როგორ.

აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე.