“როდესაც ქართველი ხალხი შაბათს მასობრივად შეიკრიბა ანტიდემოკრატიული ფიგურის გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით დაუპირისპირდნენ. ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის, არასრულწლოვანები, რომლებიც ციხეში არიან .[…] პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხი უნდა აგებინოს მათ, ვინც ამ ძალადობრივი რეპრესიების უკან დგას, მათ შორის, დააწესოს გლობალური მაგნიტსკის სანქციები. ახლა არის მომენტი, როდესაც აშშ და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე”.
აცხადებს, ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი .