საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 12 პირი შეიწყალა.
პრესამსახურის ცნობით, მათგან 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულია. აქედან, სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდებულს.
სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე).