“კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა და თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა უფლებამოსილებას, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს, რომ ეს უფლებამოსილება შეასრულოს
მე ერთი თვის წინ დაახლოებით, გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა მთავრობს არგუმენტაცია მოვიყვანო.
თქვენ გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ, ქალბატონო პრეზიდენტი გამოვიდა საჯაროდ და მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც არის დაწესებული, ვგულისხმობ 12 რეკომენდაციას და მან თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს შარშან.
ამის შემდეგ, ამას ადამიანი რომ მოისმენს, არამხოლოდ მთავრობის მეთაური და მინისტრები და პარლამენტის წევრები და მმართველი გუნდის წევრები, ბუნებრივია ჩვენ მეტი მტკიცებულება არ გვჭირდება გარდა იმისა რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, მეტსაც ვიტყვი, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება”
ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.