პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე თურნავას კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავა კანდიდატურა წარუდგინა.

საკითხი განსახილველად დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

ცნობისთვის, ნათია თურნავა 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრი იყო.