გავაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან. ამ კანონის მიღებით არ სრულდება და არ დაწყებულა ყველაფერი მათთან ურთიერთობაში.
საქართველოს პრეზიდენტმა ჩაიდინა მორიგი მავნებლობა, როდესაც განზრახ დახურა ყველანაირი დიალოგის შესაძლებლობა. მისი მხრიდან ეს არის განზრახი აქტი. იცოდა რა, რომ ლამის ავტომატურ რეჟიმში იმეორებდა საპარლამენტო უმრავლესობიდან ყველა დეპუტატი, ავტომოპასუხესავით ყველა ვიმეორებდით, რომ დიალოგის სივრცე კვლავ არის და რომ ეს შეიძლება გაიმართოს მოტივირებული, ანუ არგუმენტებიანი ვეტოს გარშემო საუბრისას.
რა გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა? საქართველოს პრეზიდენტმა იმ პროცედურის საწინააღმდეგოდ, შეუსაბამოდ, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს, წარმოადგინა ვეტო, სადაც არავითარი არგუმენტი, შენიშვნა არ არის. ამით დახურა ყველანაირი დისკუსია.
რატომ დახურა? პრეზიდენტი შენიშვნებს თუ არ მოიწერებოდა, პარლამენტი სამართლებრივად არის მოკლებული ყველანაირ შესაძლებლობას, დისკუსია გამართოს იმის მიღმა, რაც წერია ვეტოში.
ეს ალბათ კარგად უნდა ავუხსნათ ყველას, ვინც ვეტოს პროცედურებში ასე კარგად ჩახედული არ არის. პრეზიდენტი თუ წარმოადგენდა არგუმენტებს, რომლებიც იქნებოდა მისი ან არასამთავრობო სექტორის, უცხოელი პარტნიორების ან ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქის, ასეთ შემთხვევაში შეძლებდა პარლამენტი ამ არგუმენტებზე მსჯელობას.
დღეს პარლამენტი ვეღარ იმსჯელებს იმაზე, რაც წარმოდგენილი არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა მავნებლურად დახურა ყველანაირი სივრცე დიალოგის და საუბრის. მისგან უკვე მიჩვეული ვართ, იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციური გარანტი სტაბილურობის, მშვიდობიანობის, მრავალი თვეა, პირიქით იქცევა და რაც მეტი არეულობა იქნება ქვეყანაში, მას ეს თითქოს საკუთარ წარმატებად მიაჩნია.
ეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა, როგორც თქვენ იცით, მაგრამ იმისთვის, რომ პარტნიორებს კანონის მიღების შემდეგ, მანამდეც, ვეტოს გადალახვის პროცესშიც ავუხსნათ, რატომ არ არის და ვერ იქნება ეს კანონი წინაღობა მოლაპარაკებების გახსნის პროცესში, რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდება, რისთვისაც მზად ვართ.
მაგრამ როდესაც სიკეთეებს შორის უნდა გადაწყვიტო, ამ კანონის მიღება და სუვერენიტეტის გაძლიერება, ამ ეტაპზე არის ძალიან დიდი სიკეთე, რომელსაც დაცვა სჭირდება, პირველ რიგში.