უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხშია მოქცეული, რისი მოხსნაც მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. ოქრიაშვილის თქმით, უმრავლესობა ვერ აღიარებს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს, ამიტომ ეს 3 პატიმარი პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.
,,პოლიტიკური პროცესი არის ჩიხში შესული ამ მოლაპარაკების მეორე პუნქტთან დაკავშირებით. ჩემი პოზიციაა, რომ უმრავლესობა ვერ აღიარებს, რომც ჰყავდეს პოლიტპატიმრები. ჩვენ გვყავს ზეპარტიული, კონსტიტუციით ყოველ შემთხევაში, ზეპარტიული პრეზიდენტი. ამიტომ პრეზიდენტმა, ჩემი აზრია, უნდა შეიწყალოს ეს ხალხი და გამოუშვას. რატომ? მთავარი ამოცანაა, რომ 2020 წელს ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დასვას არავინ”, — თქვა ოქრიაშვილმა.
მისივე თქმით, ის არ აპირებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს.