პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს 7 მსჯავრდებული შეიწყალა.
5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.