“ვულოცავ ყველას, ვულოცავ ქართველ ხალხს და განსაკუთრებით, მინდა მივულოცო ლაზარეს, რომლის გარეშეც ეს გამარჯვება მე პირადად არ წარმომიდგენია. ასევე, მინდა მივმართო ქალბატონ პრეზიდენტს, პირველ რიგში მივულოცო მასაც ეს წინგადადგმული ნაბიჯი ევროპისკენ, ის ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით ევროპისთვის ბრძოლაში.
ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა მოგმართოთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი ბერკეტი და დეკემბერში მაინც ლაზარემ ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად იზეიმოს კანდიდატის სტატუსი”,
ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია, რომელის მარტის აქციების სიმბოლოდ იქცა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას სთხოვს.