“პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. იმიტომ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს”
თქვა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ სააპელაციო სასამართლოსთან, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც მოსამართლეთა კოლეგიამ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.