ჩვენთან ადამიანს გადაადგილების უფლება გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, რომელსაც პრეზიდენტი მართალია, არღვევს, მაგრამ იგივე კონსტიტუცია მას ანიჭებს გადაადგილების სრულ თავისუფლებას. მას შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში და იაროს, სადაც მას სურს, თუმცა, ის, რა თქმა უნდა, საქართველოს არ წარმოადგენს, ვინაიდან მას არ აქვს შესაბამისი მანდატი ასეთი წარმომადგენლობისა.