“ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს. რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა. ზოგადად, რა თქმა უნდა, სერიოზულად თუ შევხედავთ, როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს…თავიდან „ფეიკი“ მეგონა. მართლა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ასე ხუმრობა მოუნდა და იხუმრა.

თქვა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.