„დღეს ამერიკასთან ახალი დახმარების შესახებ არ ვსაუბრობთ. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის დროს განვიხილავ, არის თავდაცვის პაკეტი, რომლის შესაძენადაც უკრაინა მზადაა.[…] ამით ყველანი დაინტერესებულები ვართ. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კონტინენტი მეტ-ნაკლებად უსაფრთხო იქნება“,
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იარაღის შესყიდვის საკითხს განიხილავს.