“სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი. გეოლოგების მიერ ორი დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. აქვე მინდა მოწოდებით მივმართო, თხოვნით მივმართო ამ ოჯახებს, რომ აუცილებელი არის ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება და აუცილებელი არის მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილზე. ამიტომ, მივმართავ ოჯახებს, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს”,
აცხადებს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი