საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანების პენსია 365 ლარამდე იქნება, მაღალმთიან დასახლებებში კი 440 ლარამდე.
“ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 770 მლნ. ლარით. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება 440 ლარამდე. თითქმის 440 ლარი იქნება პენსია. სხვაგან 365 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება თითქმის 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 355 ლარი”. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.