პრემიერმა შექმნა საბჭო, რომელიც ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას შეიმუშავებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც ღარიბაშვილის ინიციატივით ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას შეიმუშავებს.

“ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოს საქართველოს მთავრობის მეთაური უხელმძღვანელებს.

განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები”, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.

ცნობისთვის, 10-წლიანი განვითარების გეგმის შექმნის დაპირება ღარიბაშვილმა პრემიერად დამტკიცებამდე დადო.