ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩაშლას ეხმიანება და ამბობს, რომ “რადიკალური ოპოზიცია” არ ცდილობს გამოვიდეს ჩიხიდან, რომელშიც ნებაყოფლობით შევიდა.
პრემიერი მოლაპარაკებებს “უშინაარსოს” და “არაპროდუქტიულს” უწოდებს.
“მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე…
ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად. ჩვენ გვქონდა კომპრომისული პოზიციები. ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა და მოლაპარაკებების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ ოპოზიციის ზომიერი წარმომადგენლები.” – ამბობს ღარიბაშვილი.