“პრემიერმინისტრი რომ იყავი და ახლა ამბობ ქვეყნის პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმიაო — ძალიან უხერხულია!”- ასე ეხმაურება, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც საკუთარი პარტიის პრეზენტაციისას გააკეთა.
”წლების განმავლობაში ბიზნესობმუდსმენი რომ იყავი, ეკონომიკის მინისტრი რომ იყავი, პრემიერმინისტრი რომ იყავი და ახლა ამბობ ქვეყნის პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმიაო ძალიან უხერხულია! კი არადა სამარცხვინოა! ე.ი. ეს წლები ან თავად მონაწილეობდი კორუფციაში და ნეპოტიზმში ან თვალებს ხუჭავდი ერთზეც და მეორეზეც. თუ მისი გადადგომის მერე აღმოცენდა ეგ მანკიერებები? ”- განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ექს პრემიერმა გიორგი გახარიამ, თავისი პარტიის “საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა
“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან და ნეპოტიზმთან ბრძოლა, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს სახელმწიფოსთვის. აქ ჩვენ არ მივუთითებთ კონკრეტულ მაგალითებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობაც შეიძლება გვქონდეს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენნაირი ღარიბი, გარდამავალი ეკონომიკის ამოცანაა ყოველდღიური ბრძოლა კორუფციასთან და ნეპოტიზმთან. ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, რამხელა რისკებში შედის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუსტი ინსტიტუტები, სადაც არსებობს ნეპოტიზმის და კორუფციის რისკი”. – თქვა გიორგი გახარიამ.