“პრემიერი მართალია, ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ დაიცავს”- ასე ეხმაურება “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას თქვა, რომ “ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს”.
“გაგიკვირდებათ და ამაში პრემიერი მართალია. იგივე პრინციპი მოქმედებს მაშინაც როდესაც ადამიანები ციხეში წლობით გვიზის ნარკოტიკების მოხმარების გამო. აი, ეს ლოგიკა თუ ესმის პრემიერს… მე ვეთანხმები ამ რთულ დროს, იმიტომ, რომ სკანდალური სიტყვებია, რაღაცნაირად. ადამიანის სხეულს მისგან ვერავინ დაიცავს. ეს, უბრალოდ, შეუძლებელია. მართლმსაჯულების სისტემას არ ესმის, რომ ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული, რაც თქვა ბატონმა პრემიერმა.” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.