ბატონო ირაკლი, მადლობას გიხდით არაჩვეულებრივი გამოსვლისთვის, დღეს კიდევ ერთხელ პრემიერმა ათით ნული მოუგო დებატები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი ნამდვილი სახე, მათი უსუსური და ასევე, პირდაპირ ვიტყვი ცოტა უხეშად, უინტლექტო სახე, ჩანს აშკარად ინტელექტის დეფიციტი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიციაც, აქ არის ძალიან სერიოზული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.