ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ინგლისში ახალი საერთონაციონალური ლოქდაუნი გამოაცხადა, რომელიც სავარაუდოდ თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია, რომელიც ბევრად სწრაფად ვრცელდება.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ შემზღუდავი ზომები ინგლისის მთელ ტერიტორიაზე დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც გასული წლის მარტში იყო. ადამიანებს, რომლებიც საკვანძო სფეროებში ან ისეთ ადგილებზე არ მუშაობენ, სადაც დისტანციური მუშაობა შეუძლებელია, რეკომენდაციას უწევენ სახლიდან იმუშაონ. სკოლების უმრავლესობა დაიხურება. მოსწავლეები დისტანციურ სწავლაზე გადავლენ. დაიხურება არა პირველადი დანიშნულების პროდუქტების მაღაზიები.
უნივერსიტეტის სტუდენტები კამპუსებში ჯერ ვერ დაბრუნდებიან, რესტორნები კი მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.
ჯონსონი ამბობს, რომ ეს ზომები აუცილებელია რათა თავიდან აიცილონ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა, კორონავირუსით დაინფიცირების სწრაფად მზარდი შემთხვევების გამო კი ეს გარდაუვალია.
პრემიერის თქმით ამჟამად ბრიტანეთის ჰოსპიტლები ყველაზე მეტად არის გადავირთული პანდემიის დაწყების შემდეგ.
შოტლანდიას, უელსს და ჩრდილოეთ ირლანდიას უფლება დაუტოვეს თავად შეარჩიონ პანდემიის შესაკავებელი ზომები.