პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევის პროცესში ბიძინა ივანიშვილი არ ჩარეულა.
„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აირჩეოდა ირაკლი ღარიბაშვილი, მე თუ პარტიის პოლიტსაბჭოს ნებისმიერი წარმომადგენელი, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს განსხვავებული მოსაზრება არ ექნებოდა. ივანიშვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩარეულა და როგორც თავად თქვა, არც ჩაერევა, თუმცა არ მგონია, მისი დამოკიდებულება შორს იყოს იმ გადაწყვეტილებებიდან, რომელიც მის მიერ ჩამოყალიბებულ გუნდში მწიფდება, განიხილება და მიიღება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
გახარიას გადადგომის შემდეგ ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.