ეკონომიკის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ პრემიერ გახარიას ბიძინა ივანიშვილთან შეხება არ ჰქონია. გახარიას გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა,
“შაბათს, არჩევნების დღეს ჩვენ ყველამ დილით ვნახეთ ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც მისცა ხმა თავის საარჩევნო უბანზე. მას დილით ჰქონდა კონტაქტი თავის დაცვის წევრთან, ერთად იმგზავრეს, ერთი მანქანით. მოგვიანებით გახდა ცნობილი სისტემური ტესტირების პროცესში, რომ ეს ადამიანი არის ინფიცირებული. ბატონი გიორგი მაშინვე გადავიდა თვითიზოლაციაში.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მას არ ჰქონდა შეხება არც ბატონ ბიძინასთან, არც ნებისმიერ სხვა მთავრობის წევრთან”,– თქვა ცქიტიშვილმა.