პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მოწყობილია სცენა და შეკრებილნი არიან როგორც მოსახლეობა, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ინგა გრიგოლიას განცხადებით, აქციებს პერმანენტული სახე ექნება, ვიდრე არ დაისჯებიან დამნაშავეები და პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.