პრიგოჟინმა პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსი გენერლები უკრაინაში მარცხდებიან – Washington Post

ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმერ პუტინი

“ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსი გენერლები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მარცხდებიან. შესაბამის ინფორამციას, Washington Post-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ეს ასევე ხაზს უსვამს რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური ხელმძღვანელობის შერყეულ პოზიციას, რომელიც პრიგოჟინისა და სხვების მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა, თვეების მანძილზე, საბრძოლო შეცდომებისა და დანაკარგების შემდეგ”, – წერია, Washington Post-ის მიერ მომზადებულ სტატიაში.