2021 წლის 1 ივლისს უელსის პრინცესა დაიანას დაბადებიდან 60 წელი შესრულდება. იუბილეს აღსანიშნავად მას კენსინგტონის ბაღებში – ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში, სამეფო პარკში ძეგლს დაუდგამენ.
მალე პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 23 წელი შესრულდება. პრინცესა პარიზში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
დაიანას ძეგლი მისი შვილების – პრინცი უილიამის და ჰარის დაკვეთით დამზადდა.
სკულპტურაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო, თუმცა მონუმენტის დადგმა პანდემიის და კარანტინის გამო გადაიდო. მისთვის უკვე შერჩეულია ადგილი ბაღში.
ძეგლის ავტორ სკულპტორი იენ რენკ ბროდლია, რომელმაც დედოფალ ელისაბედ მეორეს პორტრეტები შექმნა ერთფუნტიანი მონეტისთვის.
პრინცების ჩანაფიქრით სკულპტურა კენსინგტონის სასახლის სტუმრებს ცხოვრებაზე და მათი დედის მემკვიდრეობაზე ჩააფიქრებს, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გულში ჰპოვა ადგილი.
გარდაცვალების მომენტისთვის – 1997 წლის 31 აგვისტოს პრინცი უილიამი 15 წლის იყო, ჰარი კი 12 წლის.
დაიანას ხსოვნა ლონდონში რამდენიმე მემორიალშია უკვდავყოფილი, რომელთა შორის არის საბავშვო მოედანი კენსინგტონის სასახლეში, შადრევანი ჰაიდ პარკში და სამახსოვრო სასეირნო მარშრუტი სენტ ჯეიმსის პარკში.