31 მარტს მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოფიციალურად შეწყვიტეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობების შესრულება, რაც მათთვის უამრავ ცვლილებას ნიშნავს. ეს ცვლილება ინსტაგრამზე მათ პოპულარულ გვერდსაც ეხება .
სასექსის ჰერცოგს და მის მეუღლეს ამ ქსელში 11 ხელმომწერი ჰყავთ, რომლებსაც განუცხადეს, რომ ინსტაგრამის ამ გვერდის გამოყენებას წყვეტენ:
“ჩვენ აქ ვეღარ გვიხილავთ, თუმცა ჩვენი მუშაობა გრძელდება. მადლობა ამ თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის, შთაგონებისთვის და საერთო სურვილისთვის, სამყარო უფრო კეთილი გავხადოთ. მოულოდნელად ველით თქვენთან ხელახლა შეხვედრას“– დაწერეს ჰარიმ და მეგანმა გამოსამშვიდობებელ პოსტში.
მათმა პრეს მდივანმა დაადასტურა, რომ წყვილი აღარ გამოიყენებს ექაუნთს –@sussexroyal და აქ პოსტებს აღარ გამოაქვეყნებენ, ასევე აღარ დადებენ განახლებებს ვებგვერდზე SussexRoyal.com.
თებერვალში პრესა განიხილავდა სიახლეს იმის შესახებ, რომ დედოფალმა ელსაბედმა შვილიშვილს და მის მეუღლეს ბრენდ SussexRoyal–ის პირადი და ბიზნეს მიზნებისთვის გამოყენება აუკრძალა, რადგან ბრიტანეთის კანონებით მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ სიტყვა “სამეფო“– Royal , სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობებზე უარის თქმის შემდეგ.
“მეგზითის“ შემდეგ ჰარიმ და მეგანმა ახალი პროექტები წამოიწყეს, რადგან მათ ფინანსურად საკუთარი თავის რჩენა თავად მოუწევთ და ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებენ.
ინსტაგრამის SussexRoyal–ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ ბოლო პოსტში მათ კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება კორონავირუსის პანდემიაზე.
“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მთელ მსოფლიოში და ბევრი პრობლემის გადაჭრისა, რომლებიც პანდემიამ წარმოქმნა. ყოველ ჩვენგანს თავისი როლი აქვს გლობალური ცვლილებების ეპოქაში. ჩვენ ვკონცენტრირდებით ჩვენი ცხოვრების ახალ თავზე, რათა უკეთ გავიგოთ, რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ.“– დაწერა წყვილმა.