“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მთელ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით არის ის, რომ პოლიტიკური დინამიკა იცვლება ქვეყანაში. პოლიტიკური დინამიკა ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის დაპირისპირებამდე დადის და არ აკეთებს ფართო აქცენტს, რა პრობლემებიც აქვს ქვეყანას. ეს ყველაფერი არ აკეთებს აქცენტს იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმისათვის, რომ სამომავლოდ გაძლიერდეს დემოკრატია. მე ვფიქრობ, რომ ეს შემაშფოთებელია.

ერთი მხრივ მოხარული ვარ, რომ ბატონმა სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა და გამოვიდა სიტყვით სასამართლოში, მაგრამ მეორე მხრივ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდია ის ფაქტი, რომ მთელი ყურადღება, მთელი აქცენტი გადადის ამ ვიწრო თემატიკაზე, ვიწრო საკითხზე, დრამატულ პოლიტიკურ არენაზე, რომელიც არც ისე პროდუქტიულია, გულახდილად რომ გითხრათ, მთელი ეს სასამართლო პროცესი”

ამბობს აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ფორმულასთან ინტერვიუში.