„დღეს არსებული გამოწვევებია: 13 პრობლემური კვანძი – ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაადგილების თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემას ქმნის. ეს იწვევს ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის
ზრდას. ისინი შესაბამის ბრუნებს ვერ ასრულებენ. ტრანსპორტი საცობში არ უნდა იდგეს. ამისთვის საჭიროა ამ 13 პრობლემური კვანძის მოწესრიგება და საავტობუსო ზოლების მოწყობის გაგრძელება; ავტობუსების მოცდის დროის კიდევ უფრო შემცირება 18-დან 8 წუთამდე – საშუალოდ მოცდის დრო 18 წუთია, თუმცა, არსებობს უბნები, სადაც ადამიანებს ლოდინი ნახევარი საათი ან 40 წუთი უწევთ;ასევე, გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობის შექმნა. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების დამატება და საავტობუსო ზოლების მოწყობა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით – ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და რაც შეიძლება ნაკლებმა გამოიყენოს კერძო ავტომობილი, განსაკუთრებით სამუშაო დღეებში; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანი ტევადობის გაზრდა 84 060 ადგილიდან 110 00 ადგილამდე – ეს შესაძლებელი იქნება ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების დამატებით; გამოწვევაა მეტროსადგურების განახლება, რასაც ასევე, უახლოეს მომავალში მოვაგვარებთ“,
ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.