პროკურატურამ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

რამდენიმე წუთის წინ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს.

რომელ საათზე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ნიკა მელია გირაოს თანხა – 40 000 ლარი ევროკავშირმა გუშინ გადაიხადა.