პროკურატურამ კოალიცია ძლიერი საქართველოს ადვოკატი, თორნიკე ართქმელაძე და მათი ოფისის მენეჯერი, ეკა გიორგობიანი გამოკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ კოალიციის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ და თავად თორნიკე ართქმელაძემ განაცხადეს.
“მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, დღეს უკვე საქართველოს პროკურატურამ გამოკითხვაზე ჩვენი კოალიციის იურისტი, თორნიკე ართქმელაძე და ოფისის მენეჯერი, ეკა გიორგობიანი დაიბარა […] პირდაპირ ვამბობთ, რომ პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებთ, მაგრამ, მზად ვართ, ნებისმიერ დროს, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე, სასამართლოს დარბაზში გამოვცხადდეთ”. – თქვა კუპრაძემ.
დაბარების შესახებ ისაუბრა თავად კოალიციის ადვოკატმაც.
“პროკურატურაში მისვლას არ ვაპირებ. თუმცა, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ სასამართლოში დამიბარონ, იქ გამოვცხადდები. მთელი ის ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც ჩემი გამოკითხვა სურთ, მე ჩემი საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დროს მივიღე. ასეთ საკითხზე ჩემ დაკითხვას მათ კანონი პირდაპირ უკრძალავს”. – ამბობს ართქმელაძე