გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, დღეიდან პროკურატურასთან შიმშილობას იწყებს.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყუება და “ღამე არ სძინავთ, სად რა გამოთხარონ, რომ გაამყარონ თვითმკვლელობის ვერსია”. თამაზაშვილის თქმით, შსს გარეულია მისი შვილის მკვლელობაში.
“მივმართავთ პროტესტის რადიკალურ ფორმას და დღეიდან პროკურატურასთან ვიწყებ შიმშილობას. ამათ გამოძებას არ ვენდობი. მოვუწოდებ საქართველოს ყველა დედას, ყველა მშვილმკვდარ დედას და ვისაც ცოცხალი ჰყავს შვილი, სანამ არ მოუკლავენ, გვერდში დამიდგნენ. სანამ FBI არ ჩაერთვება და არ დამიდასტურებს, რომ ჩემმა შვილმა თვითმკვლელობით არ დაასრულა სიცოცხლე, იქამდე არ დავიჯერებ მაგ ვერსიას”,– განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურის წინ.
ცნობისთვის, შსს–მ გაავრცელა თამარ ბაჩალიაშვილის გუგლის ისტორია, საიდანაც, სამინისტროს მტკიცებით, ირკვევა, რომ თამარი სუიციდის მეთოდებს google–ში ეძებდა.
უწყების განცხადებით, ბაჩალიაშვილი ასევე არკვევდა, რა მოუვიდოდა მის ფეისბუქ პროფილს მისი გარდაცვალების შემდეგ.
გარდა ამისა, შსს ირწმუნება, რომ ბაჩალიაშვილის ნაპოვნი წამლები იმ წამლებს ემთხვევა, რომელიც მან 17 ივლისს “დაგუგლა”.