არავის გახარებია აქ, რომ ჩვენ იმუნიტეტი მოვუხსენით [ნიკა მელიას] და პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი, ხომ ვიცით, არა?! იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა პროკურატურამ რაღაც, იმიტომ, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს და გამოვიდეს და ილაპარაკოს”,– თქვა ზარქუამ.
ცნობისთვის, პროკურატურა მზადაა, თუ მელია გირაოს გადაიხდის, სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობის შეცვლის მოთხოვნით მიმართოს. მელიას ადვოკატების თქმით, ეს სამართლებრივი აბსურდია. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გირაოს გადახდას არ აპირებს.