პროკურატურა ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 30 000-30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლას მოითხოვს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის მიხედვით, გირაოსთან ერთად ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის კვეთას უწყების ინფორმირების გარეშე ვერ შეძლებენ.
პროკურატურა ბრალდებული ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენებასაც ითხოვს.