“დაიტოვეს” ადმინისტრატორი ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურა სტუდენტის და “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს.
“პროკურატურა ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს. სტუდენტის!” – წერს ნენსი ვოლანდი.
ლიკა ლორთქიფანიძეს 17 მაისს, “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.